---
title: "მუხლი 1¹ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/1-1"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
article: "1^1"
identifier: "matsne 31504"
adopted: "1996-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1¹ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 1¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/1-1

1. პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

2. პირადი ნომერი ენიჭება პირს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციისას.

2¹. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა არ არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული დოკუმენტი.

3. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2051 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2473 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №421 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/1-2.md
