---
title: "მუხლი 20¹¹ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-11"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
article: "20^11"
identifier: "matsne 31504"
adopted: "1996-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹¹ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 20¹¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-11

1. 2011 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 აპრილის №652 ბრძანების №2 დანართის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტი ძალას ინარჩუნებს, თუ: ა) მისი მფლობელი იმყოფება საზღვარგარეთ – მფლობელის საქართველოში დაბრუნებამდე ან მის მიერ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის აღებამდე; ბ) პასპორტში საზღვარგარეთის მოქმედი ვიზაა – ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული პასპორტით მის მფლობელს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-12.md
