---
title: "მუხლი 20¹⁵ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-15"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
article: "20^15"
identifier: "matsne 31504"
adopted: "1996-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹⁵ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 20¹⁵ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-15

1. 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მფლობელ პირზე პირადობის იმავე მოწმობის სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც დატანილია აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4024 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-16.md
