---
title: "მუხლი 20¹⁶ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-16"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
article: "20^16"
identifier: "matsne 31504"
adopted: "1996-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹⁶ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 20¹⁶ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-16

1. თუ ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება ამ დოკუმენტის მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისგან, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ამ პუნქტის მიზნებისთვის იგულისხმება ამავე მუხლის ამოქმედებამდე ბოლოს გაცემული რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი, საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ახალ პასპორტზე იმავე პუნქტის შესაბამისად დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ მოწმობის, საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი. საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4083 – ვებგვერდი, 13.03.2024წ. თავი IV. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-2.md
