---
title: "მუხლი 20⁶ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-6"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
article: "20^6"
identifier: "matsne 31504"
adopted: "1996-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20⁶ — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 20⁶ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-6

1. პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საბუთები ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

3. პასპორტს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით არ არის გაფორმებული, ძალა არ გააჩნია. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20-7.md
