---
title: "მუხლი 5 — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/5"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 31504"
adopted: "1996-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/5

1. (ამოღებულია).

1¹. პირის რეგისტრაციისათვის ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .

1². ამ მუხლის 1 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.

2. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად გამიზნულ შენობაში ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება. თუ დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

3. მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველია. პირი ვალდებულია რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2213-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.315 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31504-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/6.md
