---
title: "მუხლი 4. გრანტის მიმღები — გრანტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/4"
law: "გრანტების შესახებ"
article: "4"
identifier: "331"
adopted: "1996-06-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. გრანტის მიმღები — გრანტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გრანტების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/4

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა)  საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართვე
ლოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;
გ)
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
დ
1
) სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას;
ე) საჯარო სამარ
თლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე
;
ვ
1
)
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;
ვ
2
) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის;
ვ
3
) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
;
თ)
საერთაშორისო ორგანიზაცია
, სხვა სახელმწიფოს
სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;
ი
1
) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში;
ი
2
) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში;
კ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3293);
ლ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1281);
მ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4996 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1047 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2642 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3615 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5502 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1114 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1394 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2477 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3293 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4240 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის
კანონი №4589
– ვებგვერდი, 08.05.2019
წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6892 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2987 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1281 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1827 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.
თავი II
გრანტის გაცემის საერთო პრინციპები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/5.md
