---
title: "მუხლი 6⁴. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა — გრანტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-4"
law: "გრანტების შესახებ"
article: "6^4"
identifier: "331"
adopted: "1996-06-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6⁴. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა — გრანტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გრანტების შესახებ, მუხლი 6⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-4

1. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის „დ
1
“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისა) საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის, ფილიალის ან განყოფილების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება −
გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

3. ამ მუხლ
ის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1291 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
თავი III
გრანტის დაბეგვრა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/7.md
