---
title: "მუხლი 6. ამ კანონისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობის დაკისრება — გრანტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6"
law: "გრანტების შესახებ"
article: "6"
identifier: "331"
adopted: "1996-06-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ამ კანონისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობის დაკისრება — გრანტების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გრანტების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/5-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31510-grantebis-shesakheb/6-1.md
