---
title: "მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31540-amnistiis-shesakheb/2"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 31540"
adopted: "1996-09-18"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 2 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31540-amnistiis-shesakheb/2

შეწყდეს ყველა საგამოძიებო საქმის წარმოება და სასამართლოში განუხილველი საქმეები პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამო, რომლებიც ჩადენილია ამ კანონის ამოქმედებამდე. პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენ პირებს, რომლებიც თავს არიდებენ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას, ამნისტია შეეხებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის ამოქმედებამდე ან მისი შესრულების პერიოდში ნებაყოფლობით გამოცხადდებიან შესაბამის ორგანოებში და ჩადენილი არ აქვთ სხვა დანაშაული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31540-amnistiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31540-amnistiis-shesakheb/3.md
