---
title: "მუხლი 20. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები — სპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/20"
law: "სპორტის შესახებ"
article: "20"
identifier: "400"
adopted: "1996-09-20"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები — სპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპორტის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/20

1. საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ამზადებენ და აკომპლექტებენ ეროვნული სპორტული ფედერაციები.

2. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში სპორტის სახეობის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით.

3. საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უფლება გამოვიდეს შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ შეუძლია იასპარეზოს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის სახელით.

4. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5306 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/21.md
