---
title: "მუხლი 22². დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირება — სპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-2"
law: "სპორტის შესახებ"
article: "22^2"
identifier: "400"
adopted: "1996-09-20"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22². დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირება — სპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპორტის შესახებ, მუხლი 22² (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-2

1. დოპინგის სფეროში დასაქმებული პირის სერტიფიცირებას ახორციელებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული ტესტირებისა და მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტით უფლებამოსილი საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია.

2. პირი, რომელსაც არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს იმავე პუნქტით განსაზღვრული სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-3.md
