---
title: "მუხლი 22⁵. სპორტული ორგანიზაციის ვალდებულებები დოპინგის სფეროში — სპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-5"
law: "სპორტის შესახებ"
article: "22^5"
identifier: "400"
adopted: "1996-09-20"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22⁵. სპორტული ორგანიზაციის ვალდებულებები დოპინგის სფეროში — სპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპორტის შესახებ, მუხლი 22⁵ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-5

1. დოპინგის სფეროში სპორტული ორგანიზაცია ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილებისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების ავტომატური აღიარება და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა; ბ) უზრუნველყოს დოპინგის კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერა მისი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; გ) საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით უზრუნველყოს დოპინგსაწინააღმდეგო პროპაგანდა, აგრეთვე საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) უზრუნველყოს საქართველოს ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) სპორტსმენის ან/და სხვა პირის მიმართ შესაბამისი სანქციის მოქმედების პერიოდში მას შეუწყვიტოს ყველა სახის დაფინანსება.

2. სამინისტრო უფლებამოსილია სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დაფინანსება. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ. თავი მეექვსე. სპორტის ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფა, სპორტის სტიმულირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/23.md
