---
title: "მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა — სპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22"
law: "სპორტის შესახებ"
article: "22"
identifier: "400"
adopted: "1996-09-20"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სპორტსმენისა და სპორტის სპეციალისტის სოციალური დაცვა — სპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპორტის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22

1. სახელმწიფო და შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია უზრუნველყოფს სპორტსმენის, სპორტის სპეციალისტისა და სხვა მუშაკების სოციალურ დაცვას. მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

2. პროფესიონალ სპორტსმენს პენსიის უფლება ენიჭება შრომის მძიმე პირობებში მომუშავეთათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობებითა და ოდენობით.

3. სპორტსმენზე, რომელმაც სპორტულ შეჯიბრებაში, სასწავლო-საწვრთნელ ან სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას მიიღო ტრავმა, ან რომელიც დაავადდა პროფესიული დაავადებით ან გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა სოციალური დაცვის შესახებ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. თავი V 1 . დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/22-1.md
