---
title: "მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა — სპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/26"
law: "სპორტის შესახებ"
article: "26"
identifier: "400"
adopted: "1996-09-20"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სპორტული წოდება, ჯილდო და სპორტული სიმბოლიკა — სპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპორტის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/26

1. სპორტული განმასხვავებელი ნიშანი ადასტურებს სპორტსმენისა და მსაჯის კვალიფიკაციას. მედლითა და სამკერდე ნიშნით აღინიშნება სპორტსმენის, მწვრთნელისა და სპორტის დარგის სხვა სპეციალისტის დამსახურება.

2. სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.

3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს სამინისტრო.

4. სპორტული სიმბოლიკის (საზოგადოებრივი სპორტული ორგანიზაციების, სპორტული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები, საერთაშორისო და სხვა სპორტული შეჯიბრებების ემბლემები და ოფიციალური ნიშნები და სხვა) გამოყენების წესს განსაზღვრავს კანონმდებლობა. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/27.md
