---
title: "მუხლი 9¹. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი — სპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/9-1"
law: "სპორტის შესახებ"
article: "9^1"
identifier: "400"
adopted: "1996-09-20"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9¹. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი — სპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სპორტის შესახებ, მუხლი 9¹ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/9-1

1. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი  არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს პარალიმპიურ მოძრაობას საქართველოში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი იურიდიული პირია.

2. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონითა და საკუთარი წესდებით.

3. საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის, პარალიმპიურ თამაშებში, საქართველოს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, როგორც საქართველოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი.

4. საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს აქვს თავისი სიმბოლიკა და მხოლოდ მას აქვს ამ სიმბოლიკის გამოყენების უფლება.

5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.

6. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი  მონაწილეობს პარალიმპიური თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მომზადებისა და გამოსვლის უზრუნველყოფაში. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6844 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31552-sportis-shesakheb/10.md
