---
title: "მუხლი 12 — შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/31678-shekrebebisa-da-manipestatsiebis-shesakheb/12"
law: "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 31678"
adopted: "1997-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31678-shekrebebisa-da-manipestatsiebis-shesakheb/12

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.

2. სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ, ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.

3. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980). საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31678-shekrebebisa-da-manipestatsiebis-shesakheb/11-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31678-shekrebebisa-da-manipestatsiebis-shesakheb/13.md
