---
title: "მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1002"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1002"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1002 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1002

999-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ იგი ეხება პირისათვის მიყენებულ ზიანს, არ შეიძლება წინასწარ გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. იგივე წესი გამოიყენება ნივთისათვის მიყენებული ზიანის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება ან პასუხისმგებლობის შეზღუდვა შეთანხმებული იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საჯარო-სამართლებრივ ფონდს ან საწარმოს შორის. ამის საწინააღმდეგო შეთანხმებები და დებულებები ბათილია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1001.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1003.md
