---
title: "მუხლი 1015. მოთხოვნის ხანდაზმულობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1015"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1015"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1015. მოთხოვნის ხანდაზმულობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1015 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1015

1. ამ კოდექსის 1009-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა გაეგო ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

2. ამ კოდექსის 1009-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნა ქარწყლდება იმ მომენტიდან 10 წლის შემდეგ, როცა მწარმოებელმა ზიანის გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ გაიტანა. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1014.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1016.md
