---
title: "მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/109"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "109"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 109 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/109

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება: ა ) იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება; ბ ) უფლებამოსილი პირის უარით; გ ) უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით; დ) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით; ე ) შესრულებით; ვ) უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხარდაჭერა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად დაუწესდა. ​ საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/110.md
