---
title: "მუხლი 1105. საწარმოო-კომერციული საიდუმლოს დაცვა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1105"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1105"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1105. საწარმოო-კომერციული საიდუმლოს დაცვა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1105 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1105

1. მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.

2. ნოუ-ჰაუზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება ამ კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით. წიგნი მეხუთე საოჯახო სამართალი კარი პირველი ქორწინება თავი პირველი დაქორწინების წესი და პირობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1106.md
