---
title: "მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1120"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1120"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1120 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1120

1. დაქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება; ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული ერთი და იმავე სქესის) წარმომადგენლებს შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ", „გ", „დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 – ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4438 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1121.md
