---
title: "მუხლი 1130. გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1130"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1130"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1130. გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1130 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1130

1. მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

2. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1129.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1131.md
