---
title: "მუხლი 1143. ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1143"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1143"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1143. ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების გამო — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1143 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1143

1. ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.

2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.

3. მხარდაჭერის მიმღებთან ქორწინების ბათილობის შესახებ საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში იმ მხარდამჭერის ჩაბმა, რომელიც მისი მეუღლე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1142.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1144.md
