---
title: "მუხლი 1145. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1145"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1145"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1145. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1145 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1145

1. ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.

2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს, გარდა ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე  ისე დაქორწინდა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ოჯახის შექმნა, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.

2¹. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.

3. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20 საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1814 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1146.md
