---
title: "მუხლი 1146. ქორწინების ბათილობის მომენტი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1146"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1146"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1146. ქორწინების ბათილობის მომენტი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1146 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1146

1. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

2. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186-ე მუხლების მიხედვით, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.

4. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1145.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1147.md
