---
title: "მუხლი 1196. შვილის გვარის გამოცვლა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1196"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1196"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1196. შვილის გვარის გამოცვლა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1196 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1196

1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.

2. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. თავი მეორე მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1195.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1197.md
