---
title: "მუხლი 1211. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1211"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1211"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1211. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1211 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1211

1. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.

2. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს ანდერძის საფუძველზე. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი მესამე მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1210.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1212.md
