---
title: "მუხლი 1233. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის გადახდისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1233"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1233"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1233. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის გადახდისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1233 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1233

1. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან (პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან.

2. იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდა, უნდა წარედგინოს სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციას განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის ან დახმარების მიღების ადგილის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1232.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1234.md
