---
title: "მუხლი 1236. ალიმენტის დავალიანების განსაზღვრა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1236"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1236"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1236. ალიმენტის დავალიანების განსაზღვრა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1236 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1236

1. ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.

2. თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1235.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1237.md
