---
title: "მუხლი 1243. წარმომადგენლის მეშვეობით შვილად აყვანის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1243"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1243"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1243. წარმომადგენლის მეშვეობით შვილად აყვანის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1243 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1243

1. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1242.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1244.md
