---
title: "მუხლი 1244. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1244"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1244"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1244. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1244 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1244

1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ.

1¹. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია საზღვარგარეთ შეიძლება განახორციელოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ.

2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

3. შვილება ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №179 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.79 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2626 - სსმ I, №3, 16.01.2006წ., მუხ.20 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2382 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ . , მუხ . 399 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის კანონი №3657 - სსმ I, №53, 11.10.2010 წ ., მუხ .341 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4055 - სსმ I, №76,29.12.2010 წ., მუხ.499

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1243.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1245.md
