---
title: "მუხლი 1261. შვილად აყვანის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1261"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1261"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1261. შვილად აყვანის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1261 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1261

1. შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად.

2. მშვილებელს შეიძლება შეუჩერდეს, შეეზღუდოს ან ჩამოერთვას მშობლის უფლებები, თუ გამოირკვევა, რომ ის სისტემატურად თავს არიდებდა ბავშვის აღზრდის მოვალეობის შესრულებას ან არაჯეროვნად იყენებდა მშობლის უფლებებს, ან სხვა მიზეზის შემთხვევაში ამ კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1260.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1262.md
