---
title: "მუხლი 1282. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1282"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1282"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1282. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1282 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1282

1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.

2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.

3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1281.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1283.md
