---
title: "მუხლი 1286. ქონების მეურვის დანიშვნა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1286"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1286"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1286. ქონების მეურვის დანიშვნა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1286 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1286

1. ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე, თუ ამას მოითხოვს: ა) მშობლები; ბ) მამკვიდრებელი, რომელიც ქონებას ბავშვს გადასცემს და დაასახელებს რომელიმე პირს, გარდა მშობლებისა, რომელიც უნდა გახდეს ქონების მეურვე; გ) მეურვე ან მზრუნველი.

2. თუ ქონება მდებარეობს მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ან ქონების მეურვის დანიშვნა აუცილებელია, სამეურვეო/სამზრუნველო პირისათვის დანიშნული მეურვის/მზრუნველის გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ქონების მეურვე/მზრუნველი. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 თავი მეორე მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1285.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1287.md
