---
title: "მუხლი 1291. სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1291"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1291"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1291. სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1291 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1291

1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.

2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს და სრულწლოვნის მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1290.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1292.md
