---
title: "მუხლი 1293. მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1293"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1293"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1293. მეურვისა და მზრუნველის თანხმობა, მხარდამჭერის მონაწილეობა გარიგების დადებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1293 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1293

1. მეურვე სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენელია და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს აუცილებელ გარიგებებს.

2. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.

3. მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

4. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. შეცდომის გასწორება - პარლამენტის უწყებანი №37-38, 10.09.1997წ., გვ.21 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1292.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1294.md
