---
title: "მუხლი 1294. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1294"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1294"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1294. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1294 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1294

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს – სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1293.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1295.md
