---
title: "მუხლი 1297. მეურვისა და მზრუნველის მხრიდან წარმომადგენლობის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1297"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1297"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1297. მეურვისა და მზრუნველის მხრიდან წარმომადგენლობის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1297 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1297

მეურვესა და მზრუნველს, მათ მეუღლეებსა და ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ დადონ გარიგება სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან, აგრეთვე არ შეიძლება, რომ ისინი იყვნენ ამ პირის წარმომადგენლებად გარიგების დადებისას ან სასამართლოში საქმის წარმოებისას სამეურვეო (სამზრუნველო) პირსა და მეურვის ან მზრუნველის მეუღლესა და მათ ახლო ნათესავებს შორის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1296.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1298.md
