---
title: "მუხლი 1299. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1299"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1299"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1299. მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლება მათი მოვალეობებისაგან — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1299 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1299

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის მშობლის მოვალეობების სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში.

2. მეურვე და მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდნენ თავიანთი მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული (ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო ან სამზრუნველო პირთან შეუთვისებლობა და სხვ.). საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1298.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1300.md
