---
title: "მუხლი 1300. მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1300"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1300"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1300. მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1300 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1300

1. მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას), ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

3. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო რეაგირებას ახდენს ამ კოდექსის 1305 5 მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1299.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1301.md
