---
title: "მუხლი 1301. მზრუნველის/მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლება სამზრუნველო პირის/მხარდამჭერის თხოვნით/მოთხოვნით — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1301"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1301"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1301. მზრუნველის/მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლება სამზრუნველო პირის/მხარდამჭერის თხოვნით/მოთხოვნით — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1301 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1301

1. სრულწლოვნის მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდეს თავისი მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის თხოვნით. ასეთ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სამზრუნველო პირს მასთან შეთანხმებით მზრუნველად სხვა პირი დაუნიშნოს.

2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები). საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1300.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1302.md
