---
title: "მუხლი 1305². მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-2"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1305^2"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1305². მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1305² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-2

მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს: ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4870 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-3.md
