---
title: "მუხლი 1305³. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-3"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1305^3"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1305³. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1305³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-3

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

2. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობის განხორციელების ფორმა და მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4870 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-4.md
