---
title: "მუხლი 1305⁴. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-4"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1305^4"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1305⁴. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1305⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-4

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები აისახება ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნაში.

2. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

3. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა დადებითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.

4. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა უარყოფითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად არ ასრულებს/ვერ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს ან მხარდაჭერის გაწევისას შეინიშნება გარკვეული ხარვეზები და აუცილებელია ამ კოდექსის 1305 5 მუხლით დადგენილი წესით რეაგირება.

5. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის თაობაზე ინფორმაცია შეიტანება ამ კოდექსის 1305 6 მუხლში აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-5.md
