---
title: "მუხლი 1305⁶. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის მონაცემთა ბაზა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-6"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1305^6"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1305⁶. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის მონაცემთა ბაზა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1305⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-6

1. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის შედეგების ასახვის მიზნით იქმნება შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. მონაცემთა ბაზაში შეიტანება: ა) მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების შესახებ მონაცემები; ბ) მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მონაცემები; გ) სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადი მონაცემები; დ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემები; ე) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ მონაცემები; ვ) მხარდაჭერის მიმღების მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების შესახებ მონაცემები; ზ) მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ მონაცემები; თ) სტაციონარში მოთავსებულ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაცია; ი) ზედამხედველობის შედეგების მოკლე აღწერა; კ) სხვა მონაცემები, რომლებიც ეხება სამეურვეო პირს/სამზრუნველო პირს/მხარდაჭერის მიმღებს და რომლებიც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი მეოთხე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-7.md
