---
title: "მუხლი 1305⁸. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-8"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1305^8"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1305⁸. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1305⁸ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-8

1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელ რომელიმე სახელმწიფოში ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული კონვენციის ხელშემკვრელი ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული/რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა დაკავებული.

2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი იმყოფება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6053 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-9.md
