---
title: "მუხლი 1305⁹. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-9"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1305^9"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1305⁹. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1305⁹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-9

1. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.

2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება,  უფლებამოსილია ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.

3. „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მიმართვიანობის (რეფერირების) და აღსრულების პროცედურებს“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6053 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. წიგნი მეექვსე მემკვიდრეობის სამართალი თავი პირველი ზოგადი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1305-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1306.md
