---
title: "მუხლი 132. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/132"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "132"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 132 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/132

ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე; გ 1 )  დაიწყო „მედიაციის  შესახებ“  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაცია; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3607 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4956 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5667 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/131.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/133.md
