---
title: "მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1332"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "1332"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1332 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1332

1. სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირად საპენსიო ანგარიშზე გათვალისწინებული უფლებები სამკვიდროში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ბენეფიციარი არ მიუთითა ან ბენეფიციარი გარდაიცვალა.

2. დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3353 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1331.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/1333.md
